jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** გორგიას ქსელის განვითარების პროექტებისათვის ლოკაციების დამუშავება, ფართების მოძიება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** გადასახდელი და მისაღები საიჯარო ქირების კონტროლი,
** მიბარებული ქონების მოვლა/პატრონობა;
** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად;
** ბარტერში გასაცვლელ ბინებზე მოლაპარაკების წარმოება, შეფასება და დასტურის მიცემა;
** მოიჯარეების შესახებ პროგრამაში სრული ინფორმაციის შეყვანა და ყოველთვიური განახლება;
** სავაჭრო ცენტრებში არსებული ბრენდების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, გეგმარების მომზადება და პოტენციურ მოიჯარეებთან გაგზავნა;
** უძრავი ქონების პოტენციური მყიდველის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** სავაჭრო ფართების გაქირავების მიზნით პოტენციური მოიჯარეების მოძიება, ფართების შეთავაზება;
** მოლების პროექტების განვითარება სხვადასხვა ქალაქებში;
** ხელმძღვანელთან შეთანხმებული პერიოდულობით რეპორტების მომზადება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სავალდებულოა ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |