კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეცტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.
მათ, ვისაც აინტერესებს ტექნიკა ან/და სურს ახალი პროფესიის შესწავლა, კომპანია გთავაზობთ სტაჟირებას ტექნიკურ დეპარტამენტში
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის N142
საკითხები, რომელშიც ჩართული იქნება სტაჟიორი:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის მდგომარეობის მონიტორინგი;
** ავტომობილების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
** კონტრაქტორ კომპანიებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან
აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა B კატეგორია
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
** სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
** სტაჟირების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ (სტაჟირება - ტექნიკოსი)
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!