ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" ახალციხის ფილიალის გუნდში გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და გადამისამართება შესაბამის პირთან;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება ონლაინ კატალოგის მიხედვით;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
** პროდუქციის სასაწყობე ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მცირე გამოცდილება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.
დაინტერესებული პირები მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1408
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.