jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: თავსებადობის ოფიცერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

"გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" - თავსებადობის ოფიცრის პოზიციაზე ეძებს გუნდის ახალ წევრს.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** Visa/Mastercard/CUP საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეგულაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებების იდენტიფიცირება;
** Visa/Mastercard/CUP საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მოთხოვნების რისკიანობის შეფასება;
** Visa/Mastercard/CUP საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების დაანონსებული ცვლილებების გაცნობა და შეფასება. შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** Visa/Mastercard/CUP საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია უფლებამოსილ პირებთან;
** Visa/Mastercard/CUP საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კლიენტების კონსულტაცია.
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან დაკავშირებული გასაღებების/სერტიფიკატების მართვა/კონფიგურირება/მიმოცვლა.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** საბარათე სისტემების მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია საბარათე სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft -ის პროდუქტების საბაზისო ცოდნა (MS Office);
** ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).

უნარები:

** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრიტიკული აზროვნების და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი, 2024

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |