jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დასუფთავების ზედამხედველი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს თანამშრომლების მიერ ყოველდღიური დავალების აღრიცხვის ფორმაში მითითებული შესრულებული სამუშაოს ხარისხი და პერიოდულობა ცვლების მიხედვით;
** აკონტროლოს ყოველკვირეული და ყოველთვიური დაგეგმილი სამუშაოების შესრულების სიზუსტე და ხარისხი;
** აკონტროლოს სამუშაოსთვის საჭირო ინვენტარისა და ხსნარების სათანადო გამოყენება;
** აკონტროლოს საცხოვრებელ სართულებზე არსებულ საწყობებში ნივთების მარაგი;
** შეასრულოს დასვენების/შვებულების პერიოდში მყოფი ცვლის ზედამხედველის სამუშაო მოვალეობა;
** აკონტროლოს დასუფთავების განყოფილების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** დაგეგმოს და ჩაატაროს თანამშრომლების სწავლება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასტუმროს საოპერაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |