jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: Geosafety
გამოქვეყნდა: 4 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

შპს "ჯეო სეიფთი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.

ფილიალი: თბილისი
მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურებადი სტაჟირება: 700 ლარი (ხელზე) ზრდის პერსპექტივით.

ძირითადი ამოცანები:

** მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამსაქმებლისა და მისი თანამშრომლების ინფორმირება, მათ შორის, ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონსა და სხვა რელევანტურ სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და დამსაქმებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, მათ შორის და არა მხოლოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი პოლიტიკების/დოკუმენტაციის შემუშავება;
** კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში. მისი მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენა და მისი მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და დამსაქმებლისთვის წარდგენა;
** მონაცემთა დამუშავების არსებული პროცესების საფუძვლიანი შესწავლა, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა და მისი გამოსწორებისათვის რეკომენდაციების გაცემა და შესაბამისობის მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** აუცილებელია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონების ცოდნა;
** მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე მუშაობის უნარი;

უნარები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური მართვა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: laliko.pheradze@geosafety.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია "Geo Safety "-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |