ტელემარკეტინგული კომპანია "ჩემი წიგნი" ეძებს პარტნიორ კურიერს თბილისში.
კომპანია, ჩვენი გაყიდვების ოპერატორების სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ახორციელებს ექსკლუზიური წიგნების შეთავაზებას და გაყიდვას მომხმარებელზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვჭირდება ერთგული გუნდის წევრი, კურიერი, რომელიც იზრუნებს შეძენილი წიგნების ადრესატისათვის მიწოდებაზე.
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:
** განაწილებული შეკვეთების უბნების მიხედვით დარიგება (კონკრეტულ კურიერზე ნაწილდება კონკრეტული უბანი);
** პროდუქტის საღ მდგომარეობაში, დაზიანების გარეშე დროული ტრანსპორტირება ოფისიდან ადრესატამდე და პირიქით;
** წიგნების მიღება-ჩაბარების, საჭირო დოკუმენტების აღრიცხვის და უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** სამუშაო პროცესში საჭიროების შესაბამისად კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან.
** ანაზღაურება: 1800 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** აქტიური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური/დისციპლინირებული;
** ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი;
** აქტიური და კომუნიკაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00სთ - 18:00სთ; შაბათი 09:00სთ - 15:00სთ;
** ანაზღაურება შეთანხმებით.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს და სრულ მხარდაჭერას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კურიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ჩემი წიგნი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!