"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავება;
** სხვადასხვა შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
** აქციების დაგეგმვა და მართვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მართვა;
** პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/შეთავაზებების გაკეთება;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის შექმნა და მართვა;
** მერჩენდაიზინგის პროცესების კონტროლი სავაჭრო ქსელებში;
** გაყიდვების ზრდაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება და ოპტიმიზაცია.
** რეპორტების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.