jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ექაუნთინგ არეა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

კომპანია შპს "ACCOUNTING AREA" 2015 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

"ACCOUNTING AREA" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისთვის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამა 1C/BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება კონტროლი;
** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების გაფორმება;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
** გუნდური მუშაობა;
** ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** მთ. ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია IC/BALANCE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

** I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი: ტესტირება;
** III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან;

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@accountingarea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი გროს ჰონორარი გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |