ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi
"ათასწლეულის სკოლა" - აცხადებს კონკურსს სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.
თანამშრომლობის პროცესში, შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:
** მულტიდისციპლინურ გუნდთან და მასწავლებლებთან/დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში;
** პროფესიული განვითარების სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან პროცესის წარმართვის გამოცდილება;
** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 27 დეკემბრის ჩათვლით.