jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში - სარაჯიშვილის N12, წყალსადენის 7.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

მე, ალეკო მუხიგულაშვილი, ვაცხადებ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

საწყობში მოსულ კანდიდატს შევასწავლი პროდუქციის სწორად მიღებას, გამართულად და თანმიმდევრულად განთავსებას სტელაჟზე. საწყობში ასევე მიმდინარეობს ამწე მანქანის მართვის შესწავლა, WMS-ით პროდუქციის მიღება, პროდუქციის სწორად აგროვება. მოსულ კანდიდატს შევასწავლი, როგორ ხდება გამშვებ ზონაზე გამოტანილი პროდუქციის გადამოწმება, რომ არ იყოს შეცდომა დაშვებული და როგორ უნდა მოხდეს სწორად პროდუქციის გაშვება რეგიონებზე. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას.

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/განთავსება;
** მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;
** ტრაილერის დაცლა;
** შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი).

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1vy_n4n7vfkVPuWVRmPDWwjy1hszSk_15LRh1NtrO9Ws/viewform?edit_requested=true&urp=gmail_link

მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |