კომპანია "გალონი" საგარეჯოში, ავტოგასამართ სადგურთან არსებული მარკეტის ქსელში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქალაქი საგარეჯო
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს, დილის 08:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე.
სახელფასო ფონდი: ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 500 ლარს, იგეგმება სამომავლოდ საბონუსე სისტემის დანერგვა კომპანიის მხრიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მაღალკვალიფიციური მომსახურება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი.
** პერიოდულად მაღაზიის სრული აღწერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებას და მარკეტის პროგრამის სწავლებას.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;
კანდიდატების შერჩევა მოხდება - გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gallon.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 592 27 37 77.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.