jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის სერვისების სრულფასოვანი ცოდნა;
** სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება;
** ექიმებისთვის კლინიკის პროდუქტების გაცნობა/სისტემატიური შეხსენება;
** მიმდინარე ანგარიშის წარმოება ყოველდღიურად და ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელისთვის;
** სამედიცინო ბაზრის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 30 დეკემბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა"-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |