კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ყოველწლიური / კვარტალური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
** მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აკადემიური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** ბაზრის ტრენდების ცოდნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი. ფონიჭალის დასახლება და უ. ჩხეიძს #20
სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი. სამუშაო საათები: 09:30-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებულს+%. (საშუალო ანაზღაურება კომპანიაში მსგავს პოზიციებზე აჭარბებს 2000 ლარს) აუცილებელია, ფლობდეს საკუთარ ავტომობილს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ვებ და ფბ (https://www.esggeorgia.ge/ka FB: ESG ekokemika) გვერდს და შემდეგ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.