კომპანია "კოლხი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანია "კოლხი ჯგუფი" უკვე დიდი ხანია არსებობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე, როგორც სოლიდური მომწოდებელი ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ცნობილ მწარმოებლებს, როგორიცაა: Tegola Canadese, Ceprano Coperture, Mazzonetto, Veks Travertine და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.kolkhigroup.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00- 15:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 800 ლარი - ხელზე ასაღები, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ 1000 ლარი - და ბონუსი.
გამოსაცდელი ვადა: 2 (ორი) თვე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა - სასურველია საკუთარი ავტომობილი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში მიმდინარე პროცესში ჩართულობა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, მათი საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა;
** შეკვეთის ჩამოყალიბება, დარეზერვება, საწყობთან კომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული პროცესებში ჩართულობა;
** შოურუმის მომზადებაში ჩართულობა, შესაბამისი პროცედურის და სტანდარტის მიხედვით;
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის რაციონალურად განაწილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კოლხი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!