"ვიანი" აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო საშუალო განათლება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია დიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7, 10) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 დეკემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1242.
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!