ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" "ევროპქარის" ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თელავში.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მექანიკური/ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომანქანის პროფესიონალურად მართვა;
** ავტომანქანის ტექნიკურად გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** ავტომანქანის ინტერიერის/ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დროის მართვის უნარი;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
მაშინ ჩვენ შენ გეძებთ.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1570
"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.