კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, ეძებს გუნდის ახალ წევრს სატვირთო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი 09:30 წთ დან 18:00 სთ მდე, შესვენება 1 საათი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს;
** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან;
** Fitpass;
** საბონუსე სისტემას;
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქციები:
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მომსახურების საუკეთესო პირობების შეთავაზება
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** ახალი პროექტების მოძიება და ჩართულობა
** ავიაკომპანიებთან ურთიერთობა და ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის შემთხვევაში ტენდერებში მონაწილეობის მიღება
** გასაგზავნი ტვირთის სატარიფო პოლიტიკის და ავიაკომპანიების მიერ მოწოდებული გადაზიდვის ტარიფების შესაბამისობის კონტროლი
** კომპანიის ცნობადობის და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა
** კომპანიის სახელით ოფიციალურ შეხვედრებში და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და დირექციისთვის ანგარიშის წარდგენა
** მიმდინარე სატვირთო ბაზრის მიმოხილვა გენერალურ დირექტორთან და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა
** გაყიდვების და ჯავშნების სამსახურის გუნდის მართვა, მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ან ეკონომიკის განხრით
** ინგლისური ენის ცოდნა თავისუფლად
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
** დისციპლინირებულობა
ლასარეში დაგხვდებათ:
** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** გუნდური სამუშაო გარემო
თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.