jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სააფთიაქო ქსელი გლუკოზა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

სააფთიაქი ქსელი "გლუკოზა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან იდენტური საქონლის ერთი და იგივე ფასებად მიღების უზრუნველყოფა ფილიალებში;
** მომწოდებლებისგან ფილიალებში საქონლის მიტანის დროის დადგენა და საქონლის დროულად მიღების უზრუნველყოფა ყველა ფილიალში;
** შეკვეთილი საქონლის იდენტიფიცირება, რომლის ტრანსპორტირებაც დაწყებულია, თუმცა არ არის დასრულებული (არ არის ასახული მარაგების პროგრამაში). შესყიდვების განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება, რათა ხელახლა არ მოხდეს აღნიშნული საქონლის შეკვეთა მომწოდებელთან;
** გაკეთებული შეკვეთის და მიღებული ზედნადების შედარება დასახელებების, თვითღირებულების, ვადის მიხედვით;
** საქონლის იდენტიფიცირება, რომელიც მოცემულია მომწოდებლის პრაისში, მაგრამ ამჟამად მომწოდებელს არ აქვს მარაგში. შესყიდვების განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება ალტერნატიული გზის მოძიების მიზნით.
** ფილიალებს შორის სარეალიზაციო ფასთა სხვაობის დადგენა და შესყიდვების შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
** რეფერენტული ფასების სისტემატურად შემოწმება ელექტრონულ პორტალზე;
** ყოველდღიური კონტაქტი შესყიდვების განყოფილების თანამშრომლებთან შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კოორდინაციის მიზნით;
** წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ანგარიშგებების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და საოპერაციო დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00-15:00 (შესვენება -1 საათი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) ელ-ფოსტაზე: hr@glucose.ge, ან დარეკეთ ნომერზე: 555711727.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |