ამერიკელი მოხალისეებისთვის აზერბაიჯანული და სომხური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით "მშვიდობის კორპუსი" ეძებს კვალიფიციურ მასწავლებლებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიარონ ტრენინგი და ასწავლონ სომხური/აზერბაიჯანული ენა მოხალისეებს.
შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ორ დღიან ტრენინგში, რომელიც ჩატარდება თებერვალში და ტრენინგთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გადაიხდის მშვიდობის კორპუსი. ტრენინგი ეხება მშვიდობის კორპუსის ენის სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და მშვიდობის კორპუსი გაუწევს მათ, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისეების აზერბაიჯანული/სომხური ენის მასწავლებლებს, რეკომენდაციას მოხალისეებთან, რომლებიც მომავალში მათ რეგიონში იმსახურებენ. ტრენინგი ტარდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები:
** ზემოთჩამოთვლილ ერთ ერთ რეგიონში ბინადრობა;
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინგლისურ/ აზერბაიჯანულ/ სომხურ ფილოლოგიაში ან მონათესავე დარგში;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** ენის სწავლების სულ მცირე ერთი წლის გამოცდილება;
** გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა საჭიროებისა და მიხედვით მთელი წლის განმავლობაში;
** უცხოელებისათვის აზერბაიჯანული/სომხური ენის სწავლების გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი მოთხოვნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია და დაინტერესების წერილი, რომელშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
GE-Tutorreceipts@peacecorps.gov
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა: 12 იანვარი, 2025
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.
მშვიდობის კორპუსის პროგრამები დაიწყო საქართველოში 2001 წელს. მისი მოხალისეები მუშაობენ ინგლისური ენისა და ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში 900 ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში, უნარ-ჩვევები გადასცა და შეიძინა პარტნიორ მასწავლებლებთან, თანამშრომლებსა და თემის წევრებთან მუშაობის და ურთიერთობის პროცესში. გაუზიარა მათ ამერიკული კულტურა და ქართული კულტურის ნაწილი წაიღო შინ შეერთებულ შტატებში.