"ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
** საწყობის ორგანიზება და მოვლა;
** შეეძლოს გაცნობიერება ფასეულობების მატერიალური მახასიათებლების, რომლებიც არის მინდობილ ტერიტორიაზე;
** ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, საქონლის გადაზიდვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა პროდუქციის წარმოების პროცესში და შემდგომ მის დაფასოებებში მონაწილეობის მიღება.
შრომითი მოვალეობები:
** საწყობში საინვენტარო ნივთების მიღება, გაშვება და შენახვაში მონაწილეობის მიღება, მათი განთავსება სასაწყობო ფართის ტერიტორიაზე;
** უზრუნველყოს მინდობილი საქონლის შენახვის უსაფრთხოება და შენახვის რეჟიმის დაცვა;
** შრომის დაცვის სტანდარტების დაცვა და საწყობში დატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სახის შრომით საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.
საწყობის თანამშრომელი სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
** მართოს მასზე მინდობილი მომსახურება;
** მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია მისი მოვალეობების სწორად და სრულად შესრულებისთვის;
** მონაწილეობა მიიღოს პროცესებში;
** გაეცნოს დაკავებულ თანამდებობაზე მისი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ დოკუმენტებს;
** მონაწილეობა მიიღოს მის მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
** მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში თანამშრომელი პასუხისმგებელია:
** საწყობის არაეფექტური მუშაობის შედეგად მთლიანად ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება;
** ხელმძღვანელობისათვის მიწოდებული არაზუსტი ინფორმაცია;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების არაჯეროვნად შესრულება;
** საწყობში უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა;
** უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შინაგანაწესთან მიმართებაში.
** ამ სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის - მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
** საქმიანობის განხორციელების პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის - საქართველოში მოქმედი სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
** ორგანიზაციაში დადგენილი შრომის შინაგანაწესის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
** მატერიალური ზიანის მიყენებისთვის - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი:
თანამშრომელმა თავისი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას საწარმოს ყოველდღიური რუტინა;
სამუშაო დღეებია ორშაბათიდან-შაბათამდე, ხოლო სამუშო საათები განისაზღვრება შემდეგნაირად: ორშაბათიდან-შაბათამდე: 08:00-17:00.
ნიუანსები: 1.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველი ერთი კვირა მოხდება კანდიდატის პრაქტიკაში დაკვირვება.
შემდეგ 1 თვე იმუშავებს, როგორც საწყობის თანამშრომელი და მისი ანაზღაურება განისაზღვრება 900 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ მოხდება თანამშრომლის აყვანა ვაკანტურ პოზიციაზე.
თვიური ანაზღაურება: 1400 ლარი.
სანამ მოხდება რეზიუმეს გადმოგზავნა, კანდიდატებს ვთხოვთ გაეცნონ ჩვენს ვებ და FB გვერდებს. https://www.esggeorgia.ge/ka FB: ESG ekokemika service group.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com