ტრენინგი ქართული/ ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის:
ამერიკელი მოხალისეებისთვის ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით მშვიდობის კორპუსი ეძებს კვალიფიციურ ქართული ენის მასწავლებლებს საქართველოს 10 რეგიონში, სადაც მოხალისეები მსახურობენ. მშვიდობის კორპუსი დაინტერესებულია მასწავლებლებით, რომლებიც ცხოვრობენ ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში ან მცხეთა-მთიანეთში და რომლებსაც სურვილი აქვთ გაიარონ ტრენინგი და ასწავლონ ქართული ენა მოხალისეებს.
შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ორ დღიან ტრენინგში, რომელიც ჩატარდება თებერვალში და ტრენინგთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გადაიხდის მშვიდობის კორპუსი. ტრენინგი ეხება მშვიდობის კორპუსის ენის სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი და მშვიდობის კორპუსი გაუწევს მათ, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ქართული ენის მასწავლებლებს, რეკომენდაციას მოხალისეებთან, რომლებიც მომავალში მათ რეგიონში იმსახურებენ.
მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები:
** ზემოთჩამოთვლილ ერთ ერთ რეგიონში ბინადრობა
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინგლისურ/ ქართულ ფილოლოგიაში ან მონათესავე დარგში
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** ენის სწავლების სულ მცირე ერთი წლის გამოცდილება
** გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა საჭიროებისდა მიხედვით მთელი წლის განმავლობაში
** უცხოელებისათვის ქართული ენის სწავლების გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი მოთხოვნა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და დაინტერესების წერილი, რომელშიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ge-tutorreceipts@peacecorps.gov
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 12 იანვარი, 2025
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.
მშვიდობის კორპუსის პროგრამები დაიწყო საქართველოში 2001 წელს. მისი მოხალისეები მუშაობენ ინგლისური ენისა და ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში 900 ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში, უნარ-ჩვევები გადასცა და შეიძინა პარტნიორ მასწავლებლებთან, თანამშრომლებსა და თემის წევრებთან მუშაობის და ურთიერთობის პროცესში. გაუზიარა მათ ამერიკული კულტურა და ქართული კულტურის ნაწილი წაიღო შინ შეერთებულ შტატებში.