jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: RSM Georgia Solutions
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / განცხადების ვადა: 11 იანვარი

"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One -ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც ერთიან სისტემაში აქცევს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს HR სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის მართვა;
** HR დოკუმენტაციის მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება;
** ტრენინგების/შეფასების პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
** გუნდური აქტივობებისა დაგეგმვა/განხორციელება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |