"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ჭადრაკის კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე.
ათასწლეულის სკოლის ჭადრაკის კლუბის მასწავლებლის მოვალეობები:
** გაკვეთილების გეგმების შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა უნარ-ჩვევებსა და სწავლის სტილს;
** პოზიტიური და მიმზიდველი სასწავლო გარემოს შექმნა;
** საერთო საგანმანათლებლო მიზნებთან შესაბამისობაში შიდასასკოლო ჭადრაკის აქტივობების, ტურნირების ორგანიზება;
** მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და გუნდთან შეთანხმებული მოქმედება;
** კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და სტრატეგიული უნარების ჭადრაკის საშუალებით წახალისება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით
** მწვრთნელის ლიცენზია
** I-VI კლასის მოსწავლეებთან ჭადრაკის სწავლების გამოცდილება
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 25 იანვრის ჩათვლით.