jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამხმარე თანამშრომელი სამეურნეო დეპარტამენტში
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს დამხმარე თანამშრომელს სამეურნეო დეპარტამენტში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ადმინისტრაციულ/სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, სხვადასხვა დოკუმენტაციის დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა;
** ტურნიკეტის პროგრამასთან მუშაობა (თანამშრომლების პროგრამაში დამატება/წაშლა, პერიოდული განახლება, ყოველთვიური რეპორტების წარმოება);
** სამეურნეო პროდუქციის არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება, ფასების მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული სამეურნეო ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 25 იანვრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aptos.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამხმარე თანამშრომელი სამეურნეო დეპარტამენტში.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოსის" ან შპს "აპტოსის" უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |