jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია 1 (ერთი).
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციების სამართლებრივი შეფასება/მომზადება;
** სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა;
** სასამართლო, საარბიტრაჟო და სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება;
** განხორციელებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების/ბრძანებების პროექტების მომზადება;
** კლინიკაში, სამართლებრივი მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში, შედგენილი ხელშეკრულებებისა და ბრძანებების მონიტორინგი და კონტროლი;
** ხელმძღვანელი პირი სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
** Microsoft Office 365 კლიენტ აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |