"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ევექსის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:30-11:00, 18:00-20:00. შაბათ-კვირა ერთი საათი
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულების გაღება/დაკეტვა, წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად;
** კლინიკის ქონების დაცვა (მატერიალური ფასეულობები: სხვადასხვა დანადგარები, ტექნიკა, დეკორაციები და სხვა მსგავსი) დაზიანება/მოპარვისაგან კლინიკის შენობასა და მის შესასვლელ პერიმეტრზე;
** სამეურნეო ტექნიკური საკითხების მონიტორინგი, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსწორება;
** მცირე ტიპის სამეურნეო - ტექნიკური სამუშაოების შესრულება (მაგ.კარის, ფანჯრის საკეტის შეკეთება, ნათურის შეცვლა, მცირე არასამედიცინო ინვენტარის მონტაჟი, ონკანის გადაკეტვა/ შეკეთება)
** კლინიკის ყოველკვირეული გეგმური შემოვლა და პრობლემების იდენტიფიცირება;
** ინვენტარის, სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალების საწყობში ან შესაბამის სივრცეში გადაადგილება და/ან განთავსება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სასურველია საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამეურნეო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/sameurneo-mxardacheris-specialisti/728
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!