jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა
გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება: 2200-2700 ლარი (ხელზე ასაღები)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ავტომობილის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მხარდაჭერა
** ჯგუფების მომარაგება სახარჯი მასალებით
** დავალებების მართვა და განაწილება (ბილინგის მეშვეობით)
** ოპტიკური ბოჭკოების შეერთებების ნახაზების კორექტირება/შედგენა (დიაგრამები- VISIO; EXCEL)
** კორექტირებების ასახვა და მონაცემთა ბაზებში შენახვა (GIS, KMZ, VISIO და EXCEL ფორმატში)
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო, ან კავშირგაბმულობის მიმართულებით;
** კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** GIS, KMZ და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ცოდნა - აუცილებელია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |