jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ალერგოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას ალერგოლოგის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ალერგოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |