"Vacations Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის (შემომყვანი) თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდისათვის (გიდი, მძღოლი, ტურის გამყოლი);
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ცოდნა.
უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV მეილზე: contact@vacationsgeorgia.ge