"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე.
ათასწლეულის სკოლის სპორტის მასწავლებლის მოვალეობები:
** გაკვეთილების გეგმების შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა უნარ-ჩვევებსა და სწავლის სტილს;
** პოზიტიური და მიმზიდველი სასწავლო გარემოს შექმნა;
** საერთო საგანმანათლებლო მიზნებთან შესაბამისობაში შიდასასკოლო სპორტული აქტივობების, ტურნირების ორგანიზება, კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვა-ჩატარება;
** მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და გუნდთან შეთანხმებული მოქმედება;
** კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და სტრატეგიული უნარების სპორტის საშუალებით წახალისება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით;
** სპორტის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 25 იანვრის ჩათვლით.