jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორის პოზიციაზე დიდ ლილოში.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო
** დასაქმების ტიპი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-18:30; (თვეში 1 შაბათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება;
** ადგილების რაოდენობა:1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსერვისის განაცხადების გახსნა, დახურვა, შემოწმება, ა/ფ-ების და ს/ზ-ების გაგზავნა, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და ხელმოწერილი დანომრილი ვერსიის დაარქივება. გაგზავნილი ა/ფ-ების დადასტურებაზე კონტროლის განხორციელება;
** საბანკო ანგარიშსწორების ყოველდღიური გატარება საბუღალტრო პროგრამა Fina-ში;
** მყიდველისგან შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება;
** პროექტების დებიტორული დავალიანებების ნაშთების სისტემატური კონტროლი, დებიტორებთან დარეკვა ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** ყოველი თვის ბოლოს შეძენილი ან/და დაწერილი პროდუქციის ნაშთების, სახარჯი მასალის და საწყობებში არსებული ნაშთების გასწორება/ჩამოწერა;
** პროდუქციის წარმოების ოპერაციების შესრულება;
** ორგანიზაციის მიერ რეალიზებული ტექნიკის სერვისის ჩასატარებლად მობილური ჯგუფისთვის დოკუმენტაციის მომზადება და მარაგი ნაწილების ატვირთვა;
** RS.ge-ზე ზედნადებებისა და ა/ფ-ების აქტივაცია;
** საბუღალტრო პროგრამაში პროდუქციის გადაადგილება/გადაწერა საწყობებს შორის და მათი კონტროლი;
** კომპანიის სახელით ტენდერებში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტაციის წარმოება (საბანკო გარანტიების მომზადება და გაუქმება; ბაზრის კვლევისთვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |