დეველოპერული კომპანია "Next"-ში გვესაჭიროება პროექტების მენეჯერი.
https://nextgroup.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სახელფასო განაკვეთი: 3500 ლარიდან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტის კონტროლი;
** მშენებლობის პროცესის მართვა წინასწარ მომზადებული გრაფიკის მიხედვით;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისა და სამშენებლო ჯგუფებისთვის;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
** სამშენებლო ნორმების, სტანდარტების ცოდნა და მათი უზრუნველყოფა;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** მშენებლობის შესახებ რეპორტების წარმოება (ხარჯები);
** დავალებების გაცემა;
** კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება;
** სახელმწიფო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტექნიკურ და მენეჯმენტ ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, ფორმა 2-ის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო განხრით;
** ანალოგიურ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** აუცილებელი მოთხოვნა - პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad);
** სასურველია - Revit-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@nextgroup.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!