jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: მხარეთა შეთანხმებით
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება და სხვა).
** წესდების, დებულების, შეტყობინების, კრების ოქმების მომზადება და ანალიზი.
** ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** სხვადასხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |