კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ა
ვაკანსიის მოკლე აღწერა:
კომპანიის საკუთარი, შვილობილი და ფრენჩაიზინგული მაღაზიების მართვა და განვითარება, საცალო გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიებში ერთიანი მომსახურების სტანდარტის დანერგვა და თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის დაცვის კონტროლი
** საცალო მყიდველების საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების განვითარება/დანერგვა.
** მაღაზიებში გაყიდვების ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათ მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის დასახვა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად. გეგმის შესრულების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტების მიმდინარე პრობლემების შეგროვება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
** ქსელის გაფართოების/ახალი გაყიდვების წერტილების გახსნის უზრუნველყოფა
** გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვასა და წახალისების (საბონუსე) სქემების შედგენაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, სასურველია რუსული)
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.