jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დაქვემდებარება: ჩინეთის სათაო ოფისი
ხელმძღვანელობა: HR generalist
ანაზღაურება: 5 000 (NET) ლარიდან, სახელფასო ზედა ზღვარი განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის სტრატეგიასთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკის შემუშავება; შესაბამისი პროცედურებისა და პროგრამების ჩამოყალიბება-დანერგვის უზრუნველყოფა;
** ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებისა და ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ადამიანური კაპიტალის საჭიროების მუდმივი ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შერჩევის, შეფასების, კარიერული განვითარების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა სახელფასო, ბონუსებისა და კალკულაციის სისტემების განვითარება/დახვეწის უზრუნველყოფა;
** კორპორაციული კულტურის შექმნისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** სხვადასხვა სახის ორგანიზაციული კვლევების ჩატარების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის იმიჯის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი პოლიტიკის გატარება;
** შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** ხელმძღვანელ პირებთან დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
** სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება და რესურსების ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 10 + წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით მაღალ დონეზე (სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნაც);
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge არაუგვიანეს 25 იანვრისა.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |