jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინკასაციის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ინკასაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო მოვალეობები:

** ინკასატორებისთვის სამუშაო სისტემატური გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** ინკასაციასთან დაკავშირებულ პროცედურებში ცვლილებების ინიცირება / შეტანა და პროცესების შესაბამისად დაგეგმვა-მართვა;
** ინკასაციის პროცედურით განსაზღვრული ლიმიტების/გეგმების კონტროლი;
** ინკასაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** თვითმომსახურების ტერმინალების ინკასაციის გამო დაბლოკვების კონტროლი და დაბლოკვის მიტიგაციის თავიდან აცილების მიზნით, სამოქმედო გეგმების გაწერა და შესრულება;
** ინკასაციის პროცესში გამოვლენილ ზედმეტობა-დანაკლისებზე რეაგირება;
** ინკასატორების შერჩევაში უშუალოდ მონაწილეობის მიღება;
** ინკასატორებისთვის და ინკასაციის ტექნიკური მხარდაჭერის მეჯერებისთვის სამუშაო აღწერილობების და ინკასაციასთან / კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებული პროცედურების დეტალური ახსნა / გაცნობა;
** ინკასაციის ჯგუფების ეფექტური განაწილება, მართვა და კონტროლი - საქართველოს მასშტაბით უბნების და ჯგუფების რაოდენობების განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების/ჯგუფების დამატება/ოპტიმიზება;
** ინკასაციასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის ამოცანების ინიცირება, დამუშავება, კონტროლი იმპლემეტაციაზე და გადაწყვეტის ჩაბარება;
** ინკასატორებთან და ინკასაციის მხარდაჭერის მენეჯერებთან ყოველდღიური შეხვედრების
(ჰადლის) გამართვა ყოველდღიური გეგმების და შედეგების შესაჯამებლად;
** ინკასაციის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფების მუშაობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ინკასაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტროლი;
** დაქვემდებარებული რგოლების მიერ კომპანიაში დამტკიცებული პროცედურების და შიდანორმატიული აქტების დაცვის კონტროლი;
** ოპერაციების დირექტორთან რეპორტინგი;
** პირდაპირი ხელმძღვანელის/კომპანიის დირექტორის მიერ დაკისრებული დამატებითი ამოცანების და დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** შესაბამისი და დროული კომუნიკაცია სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** ინკასაციის განყოფილების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის ადეკვატური მატერიალური, ფინანსური და საკადრო რესურსების გამოყოფა / მოთხოვნა.

განათლება:

** უმაღლესი განათლება;

გამოცდილება:

** არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში საკასო/ინკასაციის პროცესების მართვის/მონიტორინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი მენეჯერული გამოცდილება, გუნდის მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პროაქტიული
** დელეგირების უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ცვლილებების ხელშეწყობის უნარი სამუშაო პირობები.

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინკასაციის განყოფილების უფროსი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |