jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინდივიდუალური ასისტენტი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზე.

ინდივიდუალური ასისტენტის სამუშაო საათებია 9:00-დან 14:00-მდე.

თანამშრომლობის პროცესში შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:

** მულტიდისციპლინურ გუნდთან, მასწავლებლებთან და დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში, სკოლის ფსიქოლოგისა და სპეც-მასწავლებლის დახმარებით;
** სსსმ პირთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესის წარმართვის გამოცდილება სასკოლო სივრცეში

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 25 იანვრისა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |