ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით
"veli.store"-ს გუნდი ეძებს ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტს
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო ოპერაციების, იმპორტისა და შესყიდვების, ძირითადი საშუალებების, ვალდებულებების აღრიცხვა/გატარება პროგრამულად;
** რეალიზაციებისა და სხვადასხვა ხარჯების დარიცხვის გატარება პროგრამულად;
** პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, სხვადასხვა აქტების) წარმოება/აღრიცხვა/გატარება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
** ფინანსური ანგარიშგებებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა
** IFRS სტანდარტების საფუძვლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად)
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" ან სხვა პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: recruitment@veli.store. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი".