jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოიალობის სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს ლოიალობის სისტემის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოიალობის ბარათის მომხმარებელთან დაკავშირებული ინციდენტების მენეჯმენტი;
** შეფერხების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** ლოიალობის პროგრამის ფარგლებში სავაჭრო ობიექტების მხარდაჭერა, სხვადასხვა არხიდან მიღებულ მომხმარებელთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა;
** მომხმარებელთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირების მიზნით პარტნიორ ფრენჩაიზორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ფროდის მონიტორინგის მიზნით პარტნიორ კომპანიებთან და სხადასხვა დეპარამენტებთან ურთიერთობა და საჭირო პროგრამული ოპერაციების განხორციელება;
** სხვადასხვა ოპერაციების შესრულება ლოიალობის პროგრამის პლატფორმაზე მათ შორის მომხმარებელთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება
** ლოიალობის ბარათებით მაღაზიების მომარაგების კოორდინირება;
** მომხმარებელთან დაკავშირებული შემთხვევების აღრიცხვა, რეაგირება და სტატუსების განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
** ლოიალობის ბარათის აქციების პროგრამული ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
** ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების და ინგლისური ენის ცოდნა ;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოიალობის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება:

** ბიზნესის ადმინისტრირება და მარკეტინგი ან მომიჯნავე ფაკულტეტი ჩაითვლება უპირატესობად

შერჩევის ეტაპები:

** CV-ს გადარჩევა;
** გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: " ლოიალობის სისტემის სპეციალისტი",

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდმარტის" (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@foodmart.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |