კომპანია "ჯდ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლები - კვირაში 40 სამუშაო საათი. 1 ცვლა - 08:30 საათიდან 15:00 საათამდე, 2 ცვლა - 08:30 საათიდან 18:00 საათამდე. თვეში 2 შაბათი დღე დასვენება, 2 შაბათი დღე მუშაობა.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3 თვის განმავლობაში 1100 ლარი, მე-4 თვიდან ხელზე ასაღები 1300 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე hr@europroduct.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ბუღალტერ- ოპერატორი" ქ. ბათუმში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ჯდ თრეიდის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ჯდ თრეიდი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!