ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ შიდა განვადების ოპერატორს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას
შიდა განვადების ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა რისკების მართვის განყოფილებაში;
** მომხმარებლის დარეგისტრირება პროგრამაში;
** პროგრამაში მონაცემების ასახვა და ხელშეკრულების გაფორმება;
ჩვენს გუნდში ვეძებთ შიდა განვადების ოპერატორს, რომელსაც აქვს:
** მოტივაცია, ორგანიზებულობა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 იანვარი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა განვადების ოპერატორი").
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.