jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
თანდართული ფაილი: 04955_DANARTEBI_8107952.zip
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის ქ. #16-ში მდებარე შენობების (შენობა #3, 6, 8, 9) სარემონტო სამუშაოების (კერძოდ, წყალსაწრეტი მილების ნაწილობრივ შეცვლის სამუშაოები, დაზიანებული ფასადის ნალესის მოხსნა, შელესვა, დაბრიზგვა და შეღებვის სამუშაოები, ოთხივე შენობის ქვეშ სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა მოცემულია დანართ №1-ში;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2-ში;
აფიდავიტი დანართი N3-ში;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც მომსახურეობის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მყიდველთან შეთანხმებული ბანკიდან სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** ღირებულება დანართი №1-ის შესაბამისად;
** შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების პირობა;
** სამუშაოს დეტალური აღწერილობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა;
** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
** სამუშაოს ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით);
** ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართი #3-ის სახით.

თუ საქონლის მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ (ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ (ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი, კვალიფიკაცია (შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით);
** ღირებულება;
** მომსახურების გაწევის ვადა და პირობები (პრეტენდენტს აქვს თუ არა შესაძლებლობა სანოტარო მოსახურების გაწევის; რომელ და რამდენ ენაზე შეუძლიათ მომსახურების გაწევა);
** ანგარიშსწორების პირობა;
** აღნიშნულ სფეროში არსებული გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;

გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:

** საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).

პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს საშუალებით.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 იანვარი, 16:00 საათი www.etenders.ge -ს საშუალებით. გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის და ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ზვიად ყურაშვილი ტელ.: 593615857, რევაზ კოპალეიშვილი 577444344, მაია კოჩაძე, ტელ.: 577 951085;

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

https://etenders.ge/view/65307/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |