ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის ოფიცრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების კუთხით.
კრისტალი ლიზინგის დინამიკური და მზარდი გუნდი, აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებლისათვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** მომხმარებლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
** სალიზინგო პროექტების დამუშავება და ანალიზი;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** სალიზინგო პროექტის დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია;
** ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ასევე, გთხოვთ, მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი)
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.