jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფლოტის ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ფლოტის ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება საზღვაო-საინჟინრო, მექანიკური ინჟინერიის ან მსგავს სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება საზღვაო-საინჟინრო სფეროში;
** ძლიერი ორგანიზაციული და დაგეგმვის უნარები;
** მცურავი საშუალებების (მიწახაპია გემი, ბუქსირმზიდები, მიწისმწოვი მანქანა და ა.შ.) მექანიკური და ელექტრული სისტემების სრულყოფილი ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** რესურსების ეფექტური განაწილების უნარი;
** გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მცურავ საშუალებებზე დასაქმებული უფროსი მექანიკოსების და სხვა მექანიკოსების საქმიანობის კონტროლი ძრავების, გენერატორების, ტუმბოების და ჰიდრავლიკური სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად;
** მცურავი საშუალებების მექანიკური აღჭურვილობების რეგულარული ინსპექტირების, ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელება უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** საინჟინრო სისტემების მუშაობის მონიტორინგი და პრობლემების აღმოფხვრა ნებისმიერი შეუსაბამობის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მცურავი საშუალებების ოპერირების დროს;
** მოწყობილობების დაზიანების შემთხვევების გამოკვლევა, დაზიანების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და სამომავლო პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** მცურავი საშუალებების ეკიპაჟის წევრების მომზადება მშრალ დოკზე სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად;
** უსაფრთხოების პროტოკოლებისა და წესების დაცვა ეკიპაჟისა და მცურავი საშუალებების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად;
** მცურავ საშუალებებზე დანადგარებისა და აღჭურვილობის შეკეთებისა და მოვლისათვის რისკების შეფასების და სამუშაოს უსაფრთხო სისტემების წარმოება, უსაფრთხოებისა უმაღლესი სტანდარტების დაცვის მიზნით;
** მცურავი საშუალებების ძრავისა და სხვა აღჭურვილობის მწარმოებელთან კონსულტაციისთვის კომუნიკაციის დამყარება აღჭურვილობის გაუმართაობის აღმოსაფხვრელად;
** მარაგების მართვა, შეკვეთების წარმოება და რეზერვების რეგულარულად განახლება, მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
** ეკიპაჟის სხვა წევრებთან და ტერმინალის პერსონალთან (შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან)
თანამშრომლობა ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციისა და მცურავი საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 26.01.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |