jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორაციული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

"ლაზიერის" შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ymcp6kj9

პოზიცია: გაყიდვების ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობა:

** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მათი მოტივაცია და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად.;
** CRM ბაზის შექმნა, მათთან საკომუნიკაციო სტრატეგიის დანერგვა/მონიტორინგი;
** გაყიდვების ჯგუფისთვის ყოველთვიური გეგმების გაცნობა;
** ახალი მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანმიმდევრული თანამშრომლობა;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების ანალიზი და განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება;
** CRM ის მიმდინარე დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 5 -წლიანი სამუშაო გამოცდილება (ავეჯის საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ფლობა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ხელმძღვანელი".

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ლაზიერის" (ს/კ 406099109) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელფოსტაზე info@lazieri.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ.თბილისი, ფეიქართა12, საფოსტო ინდექსი 0141. .

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |