jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global" Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. https://www.moore-georgia.ge/

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).

ჩვენ გთავაზობთ

** მზარდ ანაზღაურებას;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს.

ძირითადი მოვალეობები:

** კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, მონაცემთა ბაზების წარმოება);
** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის, პერსონალთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (შვებულება, ხელშეკრულება, ცნობა, ბრძანება და ა.შ.) წარმოება, მონიტორინგი და დაარქივება;
** თანამონაწილეობა შიდა ორგანიზაციული ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის HR აქტივობის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესებში;
** ჩართულობა თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის შეფასების პროცესში;
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების პროგრამული ასახვა შესაბამის პლატფორმაზე;
** თანამშრომელთა ფიტპასის, დაზღვევისა და სხვა ტიპის ყოველთვიურ განახლებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
** კომპეტენციების ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა HR პროცესში.

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ფსიქოლოგიის, სამართლის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** მსგავსი მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა, ინოვაციურობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - "HR ასისტენტი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |