სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების Rs-ზე ატვირთვა, პროგრამაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე;
** საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა;
** მობრუნებული პროდუქციის შესაბამისი ზედნადებების Rs-ზე ატვირთვა და პროგრამაში ასახვა;
** დისტრიბუტორის მიერ სავაჭრო ობიექტიდან აღებული შეკვეთების მიღება, დამუშავება, სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა პროგრამით "1C-დისტრიბუცია", ექსპედიტორის, მძღოლისა და მანქანის გადამოწმება სასაქონლო ზედნადებზე. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების კორექტირება.
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში (აქტიური ზედნადებების საიტზე შემოწმება, გაუქმებული ზედნადებების პროგრამასთან შედარება აღდგენა და კორექტირება);
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია RS-სთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** შრომის ანაზღაურება: 1200
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: g.pitskhelauri@megako.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერ-ოპერატორი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)