"შინაგან საქმეთა სამინისტრო" აცხადებს ვაკანსიას DevOps ინჟინრის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: DevOps ინჟინერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
დანაყოფი: საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
** Docker Swarm ან Kubernetes-თან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობა - GIT
** Linux-თან მუშაობის გამოცდილება
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
** Gitlab CI/CD-თან მუშაობის გამოცდილება
** ElasticStack ან Prometheus-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** Docker Swarm-ის კლასტერის აწყობა / ადმინისტრირება / მონიტორინგი
** დეველოპმენტის პროცესების ავტომატიზაცია (CI/CD pipeline-ების აწყობა)
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება
** პერსპექტიული ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიზი
** დეველოპმენტის პროცესში დაკისრებული ამოცანების შესრულება
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე/CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
რეზიუმეს /CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელ.მისამართზე: HR.vacancy@mia.gov.ge სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.