jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ჰიტეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 15 იანვარი

სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.hiteco.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. დარასელია #4
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური ან ეკონომიკის მიმართულებით);
** ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა;
** MS Office -ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მომგებიანობის ანალიზი;
** პროექტების ბიუჯეტის შედგენა;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;
** სხვადასხვა ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების შედგენა;
** ფინანსური ანგარიშგების, საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
** აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზება, მართვა და შენახვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hitecogroup@hiteco.ge 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ფინანსისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჰიტეკო ჯგუფ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |